Accessibility links

ნიკა გვარამია კიევში გაემგზავრა


სამაუწყებლო კომპანის „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კიევში გაემგზავრა.ინფორმაციას ის ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს.

„გაგიკვირდებათ და ვგაზავ. ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი და ანგარიშის ჩასაბარებლად და მომავალი სტრატეგიის დასაგეგმად მივდივარ. მიშას ვნახავ თუ არა, ეს თუ გაინტერესებთ, კიევში თუა ვნახავ, თუ არაა - ვერ ვნახავ.

ისე აწი კიდე ბევრგან დავგაზავ, და ბევრ ვინმეს შევხვდები. აბა რა გგონიათ, მოვკვდი და ჩავყევი რ2 საფლავში თუ უკეთესს ვერ მოვიფიქრებ რამეს. ვაი თქვენ პატრონს, ვინც ასე ფიქრობთ“,- წერს ნიკა გვარამია.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG