Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში თავს დაესხნენ ბელარუსის საელჩოს მრჩეველს


თურქეთის არმიის ყოფილმა სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ბელარუსის საელჩოს მრჩეველი ალექსანდრ პოგანშევი.

თავდასხმა მოხდა ანკარის ჩანქაის რაიონში, სადაც არაერთი ქვეყნის საელჩო მდებარეობს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოგანშევი შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი არ დაშავებულა.

დიპლომატი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ყოფილმა სამხედრომ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, დანაშაული ყოფით ნიადაგზეა ჩადენილი. ჩავუშოღლუს ინფორმაციით, თავდამსხმელი პოგანშევის მეზობელი იყო და ცოტა ხნის წინ მათ შორის ჩხუბი მოხდა.

2016 წელს, ანკარაში, ფოტოგამოფენაზე 22 წლის თურქმა პოლიციელმა, მევლუთ ალტინტაშმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი.

სროლის დროს პოლიციელი ყვიროდა, რომ სირიის ქალაქ ალეპოში ხალხის დახოცვაზე რუსეთია პასუხიმგებელი. ალტინტაში პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG