Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამანოს სიკვდილის შემდეგ ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას რუმინელი დიპლომატი ფერუცა შეასრულებს


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ რუმინელი დიპლომატი, კორნელ ფერუცა აირჩია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. გაეროს ბირთვული მეთვალყურის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ფერუცა უხელმძღვანელებს ამ სააგენტოს, რომლის გენერალური დირექტორი, იუკია ამანო ამ კვირაში გარდაიცვალა. ამის თაობაზე განცხადება სააგენტომ გაავრცელა 25 ივლისს.

ამანო 72 წლის ასაკში გარდაიცვალა 22 ივლისს გაურკვეველი მიზეზით. ჯანმრთელობის მგომარეობის გამო ამანო გეგმავდა 2020 წელს გადადგომას ვადის გასვლამდე. იაპონელი დიპლომატი სააგენტოს ხელმძღვანელობდა 2009 წლის შემდეგ. ამანოს დირექტორობის დროს გაფორმდა 2015 წელს ბირთვული შეთანხმება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. შეთანხმებით ირანს უნდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და დასავლეთს კი სანაცვლოდ მოეხსნა თეირანისთვის დაწესებული სანქციები.

შარშან აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიყვანა თავისი ქვეყანა შეთანხმებიდან და კვლავ დააწესა სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG