Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა განმარტა, თუ რატომ დაბლოკა სერბიისკენ მიმავალი რუსული სამხედრო აღჭურვილობის მსვლელობა


რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გახდა მიზეზი, რის გამოც მიმდინარე თვის დასაწყისში დაბლოკა სერბიისკენ მიმავალი რუსული სამხედრო აღჭურვილობის მსვლელობა.

ლაპარაკია რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე.

26 ივლისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნავს, რომ მას არ შეეძლო ტრანზიტის უფლება მიეცა რუსეთის აღჭურვილობისათვის ევროკავშირის 2014 წლის სანქციების გამო. სხვა დეტალებზე დოკუმენტში არ არის საუბარი.

დასავლური სააგენტოების თანახმად, სერბიის ხელისუფლებამ თვის დასაწყისში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ნატოს წევრმა რუმინეთთან, არ მისცა გზა 60-ი ერთეული მეორადი რუსული ჯავშანმანქანების გადატანას მდინარე დუნაის საშუალებით, რუსეთიდან სერბიამდე.

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 26 ივლისს გაკეთებულ საპასუხო განცხადებაში, უარყო მსგავსი ტექნიკის გადატანის განზრახვა დუნაის საშუალებით.

რუსეთის სამხედრო უწყება ასეთ ცნობას „აბსოლუტურ ტყუილს“ უწოდებს.

რუსეთი შეიარაღებით ამარაგებს მის სტრატეგიულ მოკავშირე სერბიას, რაც მზარდ შეშფოთებას იწვევს ბალკანეთის რეგიონში. 1990-იან წლებში სერბიას სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა მეზობელ ხორვატიასთან, ბოსნიასთან და კოსოვოსთან.

სერბიამ უკვე მიიღოს რუსეთისაგან ექვსი ერთეული „მიგ -29“ კლასის თანამედროვე გამანადგურებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG