მმართველი პარატია „ქართული ოცნების“ წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, თედო ისაკაძე, აცხადებს, რომ 25 წლის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელებმა, კიწმარიშვილმა, დვალმა და აქიმიძემ სხვისი ქონების თაღლითურად "ახევის" პრაქტიკას დაუდეს საფუძველი.
„ამ არარაობებმა, მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს (ტექნოლოგიებზე მერე, უფრო ვრცლად) არხი სადაც ქ. რუსთავიდან სათანამშრომლოდ გადმოვიპატიჟეთ, კლასელობის, კურსელობის და ნათლიმირონის ხათრით. ამ ისტორიის შემდეგ ამაზრზენია ამათი საუბარი რაიმე სამართლიანობაზე, სინდისზე და ნამუსზე ! ესენი მენტალობით ნაცები და (ტოლობის ნიშნით) ყველაფრის მკადრებლები არიან“, - წერს ფეისბუკში თბილისის საკრებულოს წევრი, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს "ანტიმედიის ფლაგმანს" უწოდებს.
თედო ისაკაძე 1990-იან წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. მოგვიანებით დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, შემდეგ კი, 2002 წლამდე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.