Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი აქტივისტი მოითხოვს ქალთა ინტერესების დაცვას თალიბებთან მოლაპარაკებისას


ქაბული, 2019 წლის 29 აპრილი: ქალები მონაწილეობენ ტრადიციულ საბჭო "ლოია ჯირგის" მუშაობაში
ქაბული, 2019 წლის 29 აპრილი: ქალები მონაწილეობენ ტრადიციულ საბჭო "ლოია ჯირგის" მუშაობაში

ავღანელი აქტივისტი ჯამილა ავღანი აუცილებლად მიიჩნევს ქალთა ჩართულობას მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ მოხერხდება თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება.

ამის შესახებ მან უთხრა გაეროს უშიშროების საბჭოს 26 ივლისს ქაბულიდან ვიდეოჩართვის დროს.

ავღანიმ უშიშროების საბჭოს მოუწოდა, უზრუნველყოფს სამშვიდობო მოლაპარაკებაში ავღანელი ქალების მონაწილეობის მკაფიო წესების განსაზღვრა - მაგალითად, ქალებისათვის შეხვედრებში მონაწილეობის უფლების მიცემა.

აშშ უძღვება ძალისხმევას მოლაპარაკების მაგიდასთან თალიბებისა და ქაბულის მთავრობის წარმომადგენლების შესაკრებად.

ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა რამდენჯერმა გამართა მოლაპარაკება თალიბანთან ყატარში, მაგრამ ექსტრემისტები უარს ამბობენ ავღანეთის ოფიციალურ ლიდერებთან შეხვედრაზე, რადგან მათ დასავლეთის „მარიონეტებად“ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG