საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკში ეხმიანება თუშეთში 27 ივლისს მომხდარ ავარიას, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
თუშეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დაკარგულია სატვირთოს ორი მგზავრი, რომლებსაც მყვინთავები ეძებენ. გარდაცვლილებს შორის არიან მამა და ორი შვილი, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
დაწერეთ კომენტარი