Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აპირებს, ისევ აამოქმედოს არაკის ბირთვული რეაქტორი


ირანი, არაკის ბირთვული საწარმო
ირანი, არაკის ბირთვული საწარმო

ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის უფროსი, ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, რომ თეირანი აპირებს მუშაობის განახლებას არაკის მძიმე წყლის ბირთვულ რეაქტორზე. ამ ნაბიჯით თეირანი დაარღვევს ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას.

სალეჰის განცხადებას, რომელიც მან 28 ივლისს თეირანში, პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ისნა“.

მძიმე წყალი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პლუტონიუმის - ბირთვული იარაღის საწვავის - საწარმობლად.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სალეჰმა განაცხადა აგრეთვე, რომ 2015 წლის შემდეგ ირანმა გაამდიდრა 24000 კილოგრამი ურანი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით გათვალისწინებული 300-კილოგრამიანი ლიმიტი.

ირანმა ბოლო პერიოდში გამოაცხადა, რომ გადააჭარბა შეთანხმებით გათვალისწინებულ ლიმიტს, მაგრამ აქამდე არ ჰქონდა ნათქვამი, თუ რამდენად გადააჭარბა.

2015 წლის შეთანხმება თეირანს აძლევს ურანის გამდიდრების უფლებას მისი ექსპორტის, მაგრამ არა შენახვის შემთხვევაში.

ბოლო წლებში ირანს გამდიდრებული ურანის ნაწილი რუსეთში გაჰქონდა, მაგრამ მაისში გამოაცხადა, რომ აღარ დაიცავს ლიმიტს, რომელსაც შეთანხმება უწესებს, რითაც მოახდენს რეაგირებას შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლასა და ირანისათვის ახალი სანქციების დაწესებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG