Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს.

ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მაჩალიკაშვილი მწვავედ აკრიტიკებს მათ, ვინც მის შესახებ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

„ბოლო დარტყმა მომაყენეთ ხუსეინ მაჩალიკაშვილის პოლიტიკურად ციხეში გამოკეტვით. ეს მეორე შვილია ჩემი და რაც შეხება ჩემი ყოველი ფეხის ნაბიჯის კონტროლი, სად ვის ვხვდები, რას ვსაუბრობ, ეს თქვენთვის მიუწდომელია. ტყუილად ირჯებით ამ არა ადამიანური ნასეტკური მეთოდებით და სადმე თუ რესტორანში, კაფეში თუნდაც ქუჩაში სანდრა რულოვსთან ან სხვა პირებთან მხედავთ და მორბიხართ ქანცგაწყვეტილები მოსასმენად ნუ წუხდებით, თავებს ნუ იკლავთ მე ისედაც გეტყვით. თქვენ თუ გაინტერესებთ, ყოველი ჩემი შეხვედრა არის დაკავშირებული სტრასბურგის ან ამერიკის საელჩოებთან თემირლანის საქმესთან კონსულტაციების გავლა, ევროპა და სხვა სასამართლოებში გატანა, თქვენს მიერ განადგურებული ჩემი ოჯახისთვის დახმარების სამედიცინო ხაზით რჩევები“ - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ არავისგან მითითებებს არ იღებს, არავის ემსახურება ალაჰის გარდა და სახელმწიფოს ებრძვის სამართლის აღსადგენად.

„საბოლოოდ მოვითხოვ, ან მე ან ჩემი მეუღლე შეგვახვედრეთ ბიძინა ივანიშვილს რომ ყველაფერს ფარდა ავხადოთ. ეს თხოვნა ჟურნალისტების გასაგებად, პირველ რიგში იმედის მედიასთვის“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

XS
SM
MD
LG