Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 57 ადამიანი ემსხვერპლა ბრაზილიის ციხეში მომხდარ ძალადობას


სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიის ციხეში მომხდარი ძალადობის დროს, რომლის დროსაც ერთმანეთს რამდენიმე საათის განმავლობაში უპირისიპირდებოდა ორი მეტოქე ბანდა - აცხადებენ ოფიციალური პირები.

ჩრდილოეთით მდებარე პარას მხარეში, ციხის ერთ ნაწილში მოთავსებულმა ერთ-ერთი ბანდის წევრებმა 29 ივლისს სხვა ნაწილში შეღწევა მოახერხეს. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთაგან 16-ს თავი აქვს მოკვეთილი. სხვები გაიგუდნენ მას შემდეგ, რაც ციხის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს.

მეტოქე ბანდებს შორის ძალადობა ხშირია ბრაზილიის ციხეებში, რომლებიც ხშირად გადავსებულია ხოლმე პატიმრებით. ბრაზილია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში პატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით, იქ 700 000-მდე ადამიანია ციხეში.

XS
SM
MD
LG