Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვს


2019 წლის 30 ივლისი: რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი მოსკოვის სასამართლოსთან, პოლიციის ავტომანქანაში
2019 წლის 30 ივლისი: რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი მოსკოვის სასამართლოსთან, პოლიციის ავტომანქანაში

სასამართლომ 30 დღით პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის საქალაქო სათათბიროს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დმიტრი გუდკოვს.

მოსკოვის ტვერის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საჯარო ღონისძიების ჩატარების წესების განმეორებით დარღვევაში. ამის შესახებ იუწყება დამოუკიდებელი ტელეარხი „დოჟდი“.

გუდკოვის დაპატიმრება უკავშირდება მოსკოვში 14 ივლისს ჩატარებულ შეუთანხმებელ აქციას. კანდიდატებმა, რომლებსაც უარი უთხრეს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისათვის რეგისტრაციაზე, მასობრივი მიტინგი გამართეს.

27 ივლისს მოსკოვში ისევ ჩატარდა უსანქციო მიტინგი არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის მოთხოვნით. გუდკოვი დააკავეს, როცა, მისივე თქმით, საკვებს ყიდულობდა დაკავებული მომიტინგეებისათვის გადასაცემად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG