ბათუმის უნივერსტეტში შესული შეტყობინების შემდეგ, რომელიც შენობაში ბომბის არსებობას ამტკიცებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანაღმულია თბილისში ქართულ-ებრაული კლინიკა „ჰელსიკორი“. *
რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საღამოს 6 საათისთვის მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია.
*ახალი ამბავი შესწორებულია: დაზუსტებულია კლინიკის სახელწოდება. თავდაპირველ ვარიანტში ეწერა თოდუას კლინიკა. ორივე კლინიკას აქვს ერთი და იგივე იურიდიული მისამართი.