Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დვალი: ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს


მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია და ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა, 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ ყალბია დოკუმენტი, რომელსაც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის კუთვნილებასთან მიმართებით ახსენებს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი აქვს მოწერილი ასეთ დოკუმენტზე და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-სთვის, რადგან ეს აუცილებლად წინ დახვდებოდა... მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით, ამ თავისი ბრალდებებით და ინსინუაციებით, რაც წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ - ხელისუფლების ტროლია.

მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე... ანუ განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და შესაბამისად, რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ, თუ ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი მის წინააღმდეგ. მე ასეთი განცდა მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს“, - განაცხადა დვალმა.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უარი განაცხადეს ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილზე.

XS
SM
MD
LG