Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დაახლოებით 4 თეთრით გამყარდა


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9296 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9296 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0422 შეადგინა.

ევროს კურსი 3.2328 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.3127 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0799 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 40 000 000 აშშ დოლარი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი. ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

XS
SM
MD
LG