Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა აქტივისტმა შიმშილობა გამოაცხადა სასამართლოს მიმდინარეობის დროს 


სასმართლო პროცესი 27 ივლისის აქციის საქმეზე
სასმართლო პროცესი 27 ივლისის აქციის საქმეზე

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა შიმშილობა დაიწყო სასამართლოს მიმდინარეობის დროს, სადაც განიხილებოდა მის მიერ შეტანილი საჩივარი ადმინისტრაციული პატიმრობის სასჯელის გამო. ოპოზიციონერის თქმით, მას სხვა გზა არ დარჩა საკუთარი უფლების დასაცავად. მოსამართლემ ძალაში დატოვა 15 დღიანი პატიმრობის განაჩენი ჟდანოვის მიმართ.

ოპოზიციონერ აქტივისტს აკრძალული ჰქონდა სხდომის დარბაზში ყოფნა და იგი პროცესში მონაწილეობდა მხოლოდ ვიდეოკავშირის საშუალებით. მოსამართლემ უარი თქვა, რომ ეწარმოებინათ სხდომის ოქმი, გამოეძახებინა მოწმეები და არ მისცა ჟდანოვის ადვოკატს უფლება გასცნობოდა საქმის მასალებს.


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი და მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩვენების დაურეგისტრირებელი კანდიდატი ივან ჟდანოვი 2019 წლის 29 ივლისს დააპატიმრეს 15 დღით. იგი ბრალდებულია არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისთვის, რამაც ხელი შეუშალა ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას.

მანამდე შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ერთმა დაურეგისტრირებელმა კანდიდატმა ლიუბოვ სობოლმა. იგი 13 ივლისიდან უარს ამბობს საკვების მიღებაზე არჩევნებში მის დაუშვებლობის მიმართ პროტესტის ნიშნად.

27 მოსკოვში გაიმართა არასანქცირებული მიტინგი დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოთხოვნით.


უფლებადამცველების თანახმად, პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ აქციის დროს დააკავა 1373 კაცი, 200-ზე მეტმა დემონსრანტმა ორი ღამე დაყვეს პოლიციის განყოფილებებში. აქციის 70-ზე მონაწილეზე მეტმა ტრამვები მიიღეს.

მასობრივი არეულობის მუხლით ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა, იმავე მუხლით ბრალდებულია კიდევ 5 პირი, რომელთა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ორშაბათს იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG