Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა პოლიციელმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა და შვიდი მოკლა


სულ მცირე, შვიდი პოლიციელი იქნა მოკლული, როცა მათ ცეცხლი გაუხსნა კოლეგამ 4 აგვისტოს, ყანდაარის რეგიონში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

შაჰ ვალი ქოთის რაიონის სოფელ თორ ქოთალში მომხდარი, როცა ავღანელი პოლიციელი ან ჯარისკაცი თავის, ან საერთაშორისო ჯარის თანამებრძოლებზე მიმართავს ხოლმე იარაღს, „შიდა თავდასხმად“ იწოდება.

ჯამალ ნასერ ბარექზაიმ, რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. თალიბანის წარმომადგენლის, ყარი იუსუფ აჰმადის თქმით, თავდამსხმელი მათ მიერ იყო ინფილტრირებული და თალიბანს შეუერთდა. თალიბანი ახლა ქვეყნის ნახევარს აკონტროლებს და თითქმის ყოველდღე ახორციელებს თავდასხმას. გასულ კვირაში ორი ამერიკელი სამხედრო მოკლა ავღანელმა ჯარისკაცმა, რომელიც დაკავებულია და რომელიც მეამბოხეებმა „გმირად“ შერაცხეს.

XS
SM
MD
LG