Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია გმობენ მოსკოვში "გადაჭარბებული" ძალის გამოყენებას დემონსტრანტებზე


გერმანია და საფრანგეთი აკრიტიკებენ 1000-ზე მეტი ადამიანის დაკავებას მოსკოვში გამართულ დემონსტრაციაზე და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დისპროპორციული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი აქციის მიმართ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს განაცხადა, დაკავებები "არ იყო აქციის მშვიდობიანი ბუნების პროპორციულიო", საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დაგმო "ძალის აშკარად გადაჭარბებული გამოყენება" საპოლიციო ოპერაციის დროს.

ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაარბია დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვდნენ მოსკოვში თავისუფალი მუნიციპალური არჩევნების გამართვას. დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ОVD-Info-ს ცნობით, დარბევისას დააკავეს სულ მცირე 1001 პირი.

მანამდე, 27 ივლისს გამართულ აქციაზე, მოსკოვში დააკავეს 1300-ზე მეტი ადამიანი, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაგმობა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG