Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს რკინიგზა" ქვიშხეთში მუშების გაფიცვასთან რაიმე კავშირს უარყოფს


„საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ არანაირი შრომით-სამართლებრივი კავშირი არ აქვს ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტთან.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან“ გაფორმებული აქვს ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო ხელშეკრულება. ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ავსტიულ-გერმანული ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი.

“ნებისმიერი მცდელობა მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს „საქართველოს რკინიგზას,“ ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე სატვირთო გადაზიდვები” - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა“ მედიასაშუალებებს თხოვს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ქვიშხეთში გაფიცულები არიან აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც დამსაქმებლისგან, ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსგან“ მოითხოვენ ხელფასის გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG