Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის საბჭოს წევრობის არარეგისტრირებულ კანდიდატს


მოსკოვის სასამარლომ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის საბჭოს წევრობის არარეგისტრირებულ კანდიდატს, იულია გალიამინას. ის დამნაშავედ სცნეს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის, რომელმაც ხელი შეუშალა ტრანსპორტის და მოქალაქეთა მოძრაობას. ადრე გალიამინა დააპატიმრეს და ათი დღით საპატიმროში ამყოფეს 27 ივლისის არასანქცირებული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის.

საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში იმართება ივლისის შუა რიცხვების შემდეგ მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს არაერთ ოპოზიციურ და დამოუკიდებელ კანდიდატს. სხვაადასხვა რაოდენობის დემონსტრანტი მონაწილეობდა 20, 27 ივლისის და 3 აგვისტოს დემონსტრაციებში.

პოლიციამ 3 აგვისტოს დემონსტრაციის დროს დააკავა 1000-ზე მეტი პირი, ხოლო 27 ივლისს 1300-ზე მეტი დემონსტრანტი. ათეულობით პირი დააჯარიმეს, ბევრს მიუსაჯეს მცირე დროით თავისუფლების აღკვეთა არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობის გამო. ათამდე პირია დაკავებული და მისჯილი აქვს წინასწარი პატიმრობა „მასობრივ არეულობაში“ მონაწილეობის და პოლიციაზე თავდასხმის გამო.

შემდეგი აქცია დაგეგმილია 10 აგვისტოსთვის სახაროვის გამზირზე და ის შეთანხმებულია მოსკოვის ხელისუფლებისთვის.

XS
SM
MD
LG