Accessibility links

site logo site logo

თბილისმა პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა შეაფასა საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობად


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ თავისი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ოკუპირებული აფახაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა.

„2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე“ - განაცხადა საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

„საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით" - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრა 6 აგვისტოს, სოჭში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG