Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასამდე ადამიანი დაიჭრა ქაბულში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად


დაჭრილთა ევაკუაცია ქაბულში
დაჭრილთა ევაკუაცია ქაბულში

7 აგვისტოს სულ მცირე 95 ადამიანი დაიჭრა შედეგად ქაბულის ერთ-ერთი პოლიციის შტაბის წინ მომხდარი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა „კადრების შერჩევის ცენტრი“, სადაც, ორგანიზაციის თანახმად, დაიღუპა მრავალი ჯარისკაცი და პოლიციელი.

მაგრამ დაღუპულთა შესახებ ცნობები, აფეთქების პირველ ხანებში არ დადასტურებულა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა გამშვები პუნქტის მახლობლად, ქაბულის გოლაე დავა ხანას რაიონში მდებარე პოლიციის შტაბის წინ. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა. თავდასხმის ფონია სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-სა და თალიბანს შორის, რომლის დროსაც, აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის თქმით, "მიღწეულია შესანიშნავი წინსვლა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG