Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი: თალიბანთან მოლაპარაკებაზე შესანიშნავ წინსვლას მივაღწიეთ


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა თალიბანთან მოლაპარაკებაზე, ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს კატარიდან ინდოეთში გაემგზავრება თალიბანთან სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, რისი მიზანიც ავღანეთში 18 წლიანი ომის დასრულებაა.

ხალილზადმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ თალიბანსა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების რვა რაუნდის მიზანი იყო იმ დარჩენილი საკითხების შეთანხმება, რომლებიც მოსაგვარებელია თალიბანთან შესაძლო მორიგების მისაღწევად, რაც შესაძლებლობას მისცემს უცხოეთის ჯარებს გარკვეული პირობებით დატოვონ ქვეყანა. მისი თქმით, მიღწეულია შესანიშნავი წინსვლა.

ხალილზადმა უფრო ადრე ტვიტერით დაწერა, რომ მისი გუნდი გააგრძელებს თალიბანთან ტექნიკური დეტალების შეთანხმებას, რაც საჭიროა ოთხნაწილიანი შეთანხმების განხორციელებისთვის, რაზეც მხარეები უკვე 2018 წლიდან, მისი დანიშვნის შემდეგ მუშაობენ.

ორმხრივი შეთანხმება შეეხება ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გაყვანას თალიბანის მხრიდან გარანტიების სანაცვლოდ, რომ არ შეიფარებს ტერორისტულ ჯგუფებს.

ასეთ შეთანხმებას მოჰყვება შიდა ავღანური შეთანხმება პოლიტიკურ მოგვარებასა და მუდმივ ზავზე.

თალიბანი აცხადებს, რომ ქაბულთან, რომელსაც ზურგს უმაგრებს დასავლეთი, მხოლოდ მოილაპარაკებს, თუ უცხოეთის ჯარი დატოვებს ავღანეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG