Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთმა ოსკარზე შესაძლოა ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" წარადგინოს


ფილმი ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა, შესაძლოა შვედეთის სახელით ოსკარზე იყოს ნომინირებული.

“Then We Danced” შვედეთის მიერ ოსკარზე წარსადგენ სამ ფილმს შორის მოხვდა. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ ფილმს წარადგენს შვედეთი ოსკარზე უცხოური ფილმის კატეგორიაში 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

“მერაბი ადრეული ასაკიდან მარისთან ერთად ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო ამოყირავდება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი გამოჩნდება და მერაბს მისი მიმართ ძლიერი ლტოლვა გაუჩნდება. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბსგათავისუფლება და რისკზე წასვლა უწევს”, - წერია ფილმის აღწერაში.

ფილმის გადამღები ჯგუფი სხვადასხვა დროს აღნიშნავდა, რომ მათ წინააღმდეგობა შეხვდათ როგორც სუხიშვილების ანსამბლისგან, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროსგან, რომელმაც მათი თქმით, ფილმის თემატიკიდან გამომდინარე უარი თქვა გადამღები ჯგუფის წევრებისთვის კანის კინოფესტივალზე ბილეთების დაფინანსებაზე.

XS
SM
MD
LG