Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ვახტანგ წერეთლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება


კახა წერეთელი
კახა წერეთელი

ვახტანგ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.

ადვოკატის განმარტებით, ვახტანგ წერეთელი საქმეში მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა მონაცემების გახმაურების პირობაზე ხელმოწერის გამო, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

„დეტალებზე საუბრისგან შეზღუდულები ვართ. ერთადერთი შემიძლია გავიმეორო იგივე, რომ შეკითხვები შეეხებოდა 10-11 წლის განხორციელებული კონკრეტული ტრანზაქციის დეტალებს“, - განაცხადა კახა წერეთელმა. კითხვაზე ადასტურებს თუ არა ვახტანგ წერეთელი ტრანზაქციის იმ სქემას, რომელიც პროკურატურამ წარადგინა ადვოკატმა უპასუხა, რომ გამოკითხვაზე ვახტანგ წერეთელს წარუდგინეს დოკუმენტები, რომლებში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ აქვს.

„წარმოუდგინეს დოკუმენტები, დოკუმენტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, თუმცა მოგახსენებთ, რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის დეტალებზე იყო საუბარი და ამაზე შესაბამისი პასუხებიც იქნა გაცემული. ვინაიდან გამოძიებამ უფლება არ დაგვიტოვა, ამ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების, ე.წ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე. ბრალდების კითხვებზე პასუხების გაცემა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

XS
SM
MD
LG