Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილის ადვოკატი: ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის განმეორებითი ექსპერტიზა  ჩატარდება


გიორგი ზედელაშვილი
გიორგი ზედელაშვილი

„ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა. მისი განმარტებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ საკითხზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს კიდევ ერთი მიემატება:

აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც ფრიად მნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამ დოკუმენტზე არ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა, ეს არის დადასტურება თეთრზე - შავის. ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან მოხდეს ობიექტური დასკვნის დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადადგმული“, - ადვოკატი ამბობს, რომ მორიგი ექსპერტიზისთვის მაღალი ნდობის ხარისხის მქონე დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას შეარჩევენ.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის.

თავის მხრივ, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მისი ხელმოწერა ირაკლი ოქრუაშვილმა გააყალბა.

22 ივლისს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონების მიღების მცდელობის გამოძიება ითხოვა.

XS
SM
MD
LG