Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლეილისტი გავზარდე და გავამრავალფეროვნე


ერთი კვირის წინ ვიფიქრე, იქნებ ვინმეს ბათუმისკენ მანქანით გასავლელი გზის პლეილისტი ესიამოვნოს მეთქი და ასე, ექვსაათიანი ნაკრები გავაკეთე „იუთუბზე“ - ვცადე ადვილად მოსასმენი, ცნობილი და უცნობი სიმღერების და სტილების ნაზავი ყოფილიყო.

როგორც ჩანს ბევრს გამოგადგათ, რადგან პლეილისტმა ერთ კვირაში კარგა 40 ათასამდე ნახვა დააგროვა და გადავწყვიტე ბლომად სიმღერები დამემატებინა - 90-იდან 300-მდე გავზარდე და, ვცადე, უფრო მრავალფეროვანი გამეხადა.

პრინციპი იგივე მქონდა - პირველ რიგში, ვცადე წარმომედგინა, მანქანაში სხვადასხვა სიტუაციაში რის მოსმენა ასწორებს ხოლმე და მაგის გათვალისწინებით დავამატე - ზოგი წვიმიან გზაზე მოსასმენია (Burial, ვთქვათ), ზოგი - მეგობრებთან ერთად სიმღერას რომ აყვები, ეგეთი (U2 ან პრინცი)...

ვცადე რომ ჯანსაღი და განსხვავებული მიქსი ყოფილიყო, თუმცა, ცხადია, მაინც სუბიექტური გამოვიდა - 2000-იანების შუა ზედმეტადაა წარმოდგენილი და სუფთა პოპი აკლია (დრიმ პოპი და ინდი პოპი კი ცოტა მოჭარბებულადაა). ამის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ყველა სიმღერა, სულ მცირე, კარგია. უმეტესობა ძალიან კარგია.

თუ ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარული არა ხართ, თხოვნაა, ტრეკებს აცალოთ და მერე გადაწყვიტოთ, მოგწონთ თუ არა. ძალიან სპეციფიკური მგონი არაფერი შემირჩევია, წესით ყველასთვის მოსაწონი კომპოზიციებია, მაგრამ, ხომ იცით - ელექტრონული ტრეკების უმეტესობა დიდხანს იწყება, ზოგს კარგა ორწუთიანი შესავალი აქვს, ვიდრე ამბავი გახურდება და სწრაფად გადახვევით და გადახტომებით ვერ დააფასებთ.

თუ რომელიმე სიმღერა არ იცოდით და აქედან მოგეწონათ, ქვემოთ დააკომენტარეთ. მეც მესიამოვნება და სხვებსაც შთაგონებას მისცემთ.

XS
SM
MD
LG