Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ სასამართლოს  ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ს ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურორი. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამაზე საქმის პროკურორი უშუალოდ სასამართლოში ისაუბრებს.

თუმცა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკში დაწერა, რომ პროკურატურა გირაოს სახით 80 000 ლარს ითხოვს.

პროკურატურის ცნობით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს 20.00-ზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG