Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზების დეპარტამენტმა 6 თვიანი საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა


საქართველოს სავატომობილო გზების დეპარტამენტმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მათი სამოქმედო არეალია 7000 კილომეტრი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზა,1600 ხიდი და 32 გვირაბი.

დეპარტამენტი უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს მაგისტრალური გზების მშენებლობას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომელიც იწყება წითელი ხიდიდან და შეადგენს 430 კილომეტრს სარფამდე, საიდანაც 200 კილომეტრი უკვე აშენებულია. მიმდინარეობს 140 კილომეტრი გზის მშენებლობა და რიკოთის პირველ მონაკვეთზე 20 რიცხვში გაფორმდება ხელშეკრულება. მეოთხე მონაკვეთთან დაკავშირებით აგვისტოში მოხდება ტენდერის გახსნა და წლის ბოლომდე ეს ხელშეკრულებაც გაფორმდება“ - განაცხადა ქარსელაძემ.

მისი ინფორმაციით, წითელი ხიდის მონაკვეთი მზადდება სატენდეროდ, ბათუმი-სარფის ბოლო მონაკვეთზე კი ინტენსიურ საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს შესაბამისი საერთაშორისო კომპანია. ამ მონაკვეთების ექსპლუატაციაში შეყვანა ეტაპობრივად მოხდება 2020-2022 წლებში. ბათუმი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყება 2021 წელს.

„მთლიანობაში ოთხი-ოთხსაათნახევარი დასჭირდება 430 კილომეტრის გავლას, 30 კილომეტრით მცირდება ამჟამინდელი 460 კილომეტრიანი მანძილი და თუ დღეს რვა საათი სჭირდებოდა, ფაქტობრივად, ნახევარ დროში იქნება შესაძლებელი გავლა აბსოლუტურად უსაფრთხო საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის პირობებში” - თქვა საავტომობილო გზების დეპარტამანეტის ხელმძღვანელმა.

დეპარტამენტის ოფიციალური ანგარიშის თანახმად:

ქვეშეთი-კობის პროექტზე ორი ხელშეკრულება გაფორმდება აგვისტო-სექტემბერში, ნატახტრის მონაკვეთზე კი პროექტირება მიმდინარეობს;

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე იგეგმება ხუთი გვირაბის და თაღოვანი ხიდის აშენება. ხუთი გვირაბიდან ერთი ცხრა კილომეტრიანია და ექნება 500-მეტრიანი მისასვლელები ორივე მხრიდან;

2019 წელს რეაბილიტაცია უნდა შეეხოს 550 კილომეტრს, საიდანაც 200 კილომეტრი უკვე დასრულებლია;

2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში გაფორმდა 541 მილიონი ლარის 222 ხელშეკრულება. მაგისტრალურ, სარეაბილიტაციო და პრევენციულ პროექტებზე დასაქმებულია 9000-ზე მეტი ადამიანი;

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, რომელიც წინ უსწრებს რიკოთის მონაკვეთს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება პირველი ლოტი. მეორე ლოტზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2020 წელს ხაშურს ექნება სრულყოფილი შემოვლითი, 13-კილომეტრიანი, ოთხ ზოლიანი მაგისტრალური გზა, ბეტონის საფარით;

რიკოთის ოთხლოტიანი მონაკვეთის მეორე და მესამე ლოტზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. აქ 96 ხიდი და 53 გვირაბი უნდა აშენდეს;

2020 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება ოთხზოლიანი, სრულფასოვანი მაგისტრალი, ბეტონის საფარიანი გზა;

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე 2019 წლის ბოლოს მზად იქნება 14 კილომეტრი ასფალტის საფარი, ოთხზოლიანი და დახაზული, ხოლო 2020 წელს ექსპლუატაციაში შევა და 18 კილომეტრი მთლიანად დასრულდება;

ბათუმის შემოვლით გზაზე ჯერ არასაკმარისი პროგრესია და წინასწარი ვარაუდით, ეს პროექტი 2020 წელს დასრულდება. მათ შორის ბათუმი-სარფის 13-კილომეტრიანი გვირაბი;

XS
SM
MD
LG