2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მათი რაოდენობა 378 ათასზე მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების წილი საერთო ოდენობის 24,9%-ს შეადგენს. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 36,8%-ით გაიზარდა.
ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის სომხეთი და თურქეთი.
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ ორ მილიონზე მეტი მოგზაური შემოვიდა. მთლიანობაში, ეს 13,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.