Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ქართულ კომპანიას


აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ (ISB) სანქციები დაუწესა ქართულ კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech-ს. ბიურომ 14 აგვისტოს გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან.

სასანქციო სიას დაემატა 17 კომპანია სომხეთიდან, ბელგიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, საქართველოდან, ჰონ-კონგიდან, მალაიზიიდან, ნიდერლანდიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს სასანქციო სიაში საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech მოხვდა იმის გამო, რომ ის, სიაში მოხვედრილი რიგი სხვა კომპანიების მსგავსად, უკანონოდ ცდილობდა ექსპორტისთვის აკრძალული ალუმინის ნაწარმის ირანში რეექსპორტს მალაიზიის გავლით.

Georgia Petrochemical and Aviatech-თან დაკავშირებულია ირანელი ბიზნესმენი საიდ ვალადბეიგი, რომელიც ასევე აკონტროლებს მალაზიაში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დარეგისტრირებულ კომპანიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG