Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა პუტინის დაკვეთაა


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი “ახალი როკის გვირაბი“ იქნება და ის რუსეთს გაუხსნის სამხედრო გზას თბილისის სწრაფი აღებისათვის.

„ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.

რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს.

ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის გვერდზე ფეისბუკში.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტის, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია“, - განაცხადა ბახტაძემ 13 აგვისტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე

პრემიერმა ასევე თქვა, რომ „კრიტიკული ინფრასტრუქტურა“ 2022 წლის ჩათვლით დასრულდება და სწორედ ამ ჭრილში მოიხსენია მან ორი პროექტი: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG