აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ რუსეთი ქმნის ჰიპერბგერით იარაღს, აშშ-ისგან მოპარულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ აშშ-ისათვის ცნობილია უფრო მეტი, ვიდრე მას შეუძლია ილაპარაკოს, მაგრამ აფეთქება სევეროდვინსკში არის მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ცდილობს მიაღწიოს ტექნოლოგიურ პროგრესს ბირთვული იარაღის გადატანის საშუალებების შექმნის მიმართულებით.
"რაღაც ვერ გათვალეს, მაგრამ ეს ადასტურებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით ნიდერლანდებისას თუ უტოლდება, მოსკოვი ჯერ კიდევ საკმარისს ხარჯავს თავდაცვაზე, რათა არა მხოლოდ თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზება მოახდინოს, არამედ გადატანის ახალი საშუალებების - ჰიპერბგერითი რაკეტების, ჰიპერბგერითი ბირთვული მატარებლების შესაქმნელად, რაც მეტწილად ამერიკული ტექნოლოგიიდან არის მოპარული“, - განაცხადა ბოლტონმა.
აშშ-ის თანაშემწემ დასძინა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისათვის გამოწვევას წარმოადგენს ალბათობა, რომ ასეთი ტექნოლოგიები შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც მოიპოვონ.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ 8 აგვისტოს მომხდარ სასიკვდილო აფეთქება, რასაც გასაიდუმლოებულ ქალაქ ნიონოკსასთან 5 რუსი მკვლევარი შეეწირა, შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის სუპერზებგერითი ფრთოსანი რაკეტის პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც ვლადიმირ პუტინმა პირადად მოახდინა.