საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
ახალ გზას "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" ააშენებს. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა ხადის ხეობაში, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. მათ შორის ერთი გვირაბი 9 კილომეტრიანი იქნება.
ასევე წაიკითხეთ: დააქცევს თუ ააშენებს ახალი გზა ხადის ხეობას?