Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეძებენ მტკვარში დაკარგულ მამაკაცს


17 აგვისტოს რუსთავის ცენტრალური ხიდის აღმოსავლეთით დაიწყო ორი დღის წინ მტკვარში დაკარგული 37 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები. შს სამინისტროს საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან მიმდინარეობს. "მუშაობენ როგორც ცალკეული მყვინთავები, ასევე ვეძებთ გასაბერი ნავით", თქვა საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა. მტკვრის გაყოლებაზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიციის ჯგუფებიც. პოლიციის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით არ იციან მეთევზის დაკარგვის დეტალები. 112-ში შეტყობინება შევიდა გუშინ, გვიან ღამით, დაკარგულის მეგობრისგან, რომელიც მასთან ერთად თევზაობდა რუსთავის ცენტრალური ხიდის მახლობლად. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG