Accessibility links

ნიკა გვარამია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს „მთავარ არხზე“ იწვევს


„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს მიმართავს და „მთავარ არხზე“ იწვევს.

„გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”,- წერს ნიკა გვარამია ფეიბუკის პირად გვერდზე.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილესთან კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ ორშაბათს დაარეგისტრირა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG