Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ჯარებმა მეამბოხეთაგან გაათავისუფლეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი


კვამლი ქალაქ ჰირშის თავზე, იდლიბის პროვინცია
კვამლი ქალაქ ჰირშის თავზე, იდლიბის პროვინცია

სირიის სამთავრობო ჯარებმა პარასკევს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იდლიბისა და ჰამას პროვინციაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ტარდება სამხედრო ოპერაცია ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით.

„როიტერსის“ ცნობით, ფართომასშტაბიან შეტევას ახლდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მრავალმა ადამიანმა მიატოვა საცხოვრებელი სახლები და დევნილად იქცა.

პარასკევის წინსვლის შედეგად ოპოზიციურმა ძალებმა სრულიად შეწყვიტეს წინააღმდეგობა ჰამას პროვინციაში, რომლებიც სამთავრობო ჯარებთან რვაწლიანი ომის შემდეგ მცირე ტერიტორიას ინარჩუნებენ სირიის ჩრდილო-დასავლეთში.

მეამბოხეთა მეთაურები ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებენ.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელმაც შეძლო ომში გარდატეხის შეტანა რუსეთისა და ირანის დახმარებით, გეგმავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას, მაგრამ სირიის რეჟიმი ჩრდილო-დასავლეთში აწყდება წინააღმდეგობას, როგორც თურქეთის, ისე ქურთი მეამბოხეების მხრიდან, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG