Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია


ლიკვიდირებულია ატენის ხეობაში, წიწვოვან ტყეში 26 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი. დამწვარია 3 ჰექტარი ტყის მასივი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით შეძლეს რაზმითის მთის ფერდობზე ცეცხლის კერების ჩაქრობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება 26 აგვისტოს საღამოსთვის მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა და 27 აგვისტოს, დილიდან განაახლა. საერთო ჯამში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG