Accessibility links

თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილ ბავშვს ოპერაციას უტარებენ


ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმის, მედეა რამიშვილის განცხადებით, 3 წლის ბავშვს ჭრილობა სახეში აქვს მიყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა დაზიანებაა, როგორც ექიმი ამბობს, ის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

„ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, - „ინტერპრესნიუსი" მედეა რამიშვილის კომენტარს აქვეყნებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვს დაზიანება მიაყენეს თბილისში, პეკინის გამზირზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG