Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიდევ ერთ ამერიკელ სენატორს არ უშვებენ


სენატორი კრის მერფი
სენატორი კრის მერფი

რუსეთმა ვიზა არ მისცა აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, კრის მერფის. დემოკრატი სენატორი კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასთან ერთად მოსკოვში მომავალ კვირაში უნდა გამგზავრებულიყო.

ოფიციალურ ვებსაიტზე 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში კრის მერფი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის მთავრობა ქვეყანას სულ უფრო მეტ იზოლაციაში აქცევს და დიალოგი არ აინტერესებს. სენატორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მკაცრი კრიტიკოსია, მიიჩნევს, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაძაბულობის დროს. კრის მერფი ხაზს უსვამს, რომ აშშ და რუსეთი, როგორც უმსხვილესი ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოები, მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და ერთმანეთთან კონფლიქტის აღკვეთაზე.

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ვიზა არ მისცა რესპუბლიკელ სენატორს, პუტინის პოლიტიკის აქტიურ კრიტიკოსს, რონ ჯონსონსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG