Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დსრ"-ისა და "ლსრ"-ის მოსახლეობის უმრავლესობას ეს "რესპუბლიკები" უკრაინის ტერიტორიად მიაჩნია


დონეცკის ცენტრი
დონეცკის ცენტრი

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ უკრაინის ტერიტორიებია. ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დაკვეთით. გამოკითხვა 2019 წლის თებერვალსა და მარტში მოეწყო.

მთლიანობაში გამოკითხეს 1200 ადამიანი. „დსრ“-ისა და „ლსრ“-ის მოსახლეობის 54% ამ ტერიტორიებს უკრაინის ნაწილებად მიიჩნევს. მესამედს სურს ავტონომია ქვეყნის შიგნით, 23% კი განსაკუთრებული სტატუსის გარეშეც მზადაა, იყოს უკრაინის შემადგენლობაში. ამგვარად, უკანასკნელი წლების განმავლობაში შემცირდა ავტონომიის მომხრეთა რაოდენობა. მაგრამ გაიზარდა იმათი რიცხვი, ვინც ემხრობა სეპარატისტული რეგიონების შესვლას რუსეთის შემადგენლობაში. თუკი 2016 წელს ეს სურდა სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის 11%-ს, წელს ამ მაჩვენებელმა 18%-ს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG