Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტექნიკა გადაადგილდება


სახელმწიფო უსამრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

სუსის განცხადებით ეს ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე", - გვითხრეს სახელმწიფო უსამრთხოების სამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG