Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჟისორი სენცოვი არქტიკის ციხიდან მოსკოვისაში გადაიყვანეს


ოლეგ სენცოვი
ოლეგ სენცოვი

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკრაინელი კინორეჟისორი ოლეგ სენცოვი შორეულ არქტიკაში მდებარე ციხიდან მოსკოვის საპატიმრო დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

„ტასსი“ და „ინტერფაქსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სენცოვი იამალო-ნენეცის რეგიონიდან 29 აგვისტოს გადაიყვანეს მოსკოვის ნომერ მეორე საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც ცნობილია ბუტირკის ციხის სახელით.

ამის ფონია, წინა დღით უკრაინის სასამართლოს მიერ პატიმრობაში მყოფი რუსი ჟურნალისტის, კირილ ვიშინსკის გათავისუფლება.

მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე, ან პროკურორის წინაშე.

გავრცელებული ცნობებით კიევი და მოსკოვი ბოლო კვირებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას პატირების გათავისუფლების თაობაზე.

ოლეგ სენცოვს 2015 წელს მიუსაჯეს პატიმრობა ტერორისტული აქტების ჩადენის შეთქმულების ბრალდებით, რასაც თავად სენცოვი და უფლებადამცველი ჯგუფები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. რეჟისორი აქამდე სასჯელს იხდიდა რუსეთის ჩრდილოეთით, იამალო-ნენეცის რეგიონში.

XS
SM
MD
LG