Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ში აცხადებენ, რომ ჩორჩანაში სტაბილური ვითარებაა


საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში სტაბილური ვითარებაა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ, რომელიც ჩორჩანაში იმყოფება.

ბორცვაძის თქმით, ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც და ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ყველა სადავო საკითხი კონსტრუქციულად, ექსცესების გარეშე გადაწყდეს.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ წნელისს ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG