Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა


ვარლამ ლიპარტელიანი

ევროპის სამგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს ხუთგზის პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მომავალ ჩემპიონთან, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წაგებით დაკარგა, რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ლიპარტელიანი ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან დამარცხდა და, საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია - ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) ოქრო და ლუკა მაისურაძის (81 კგ) ბრინჯაო. 31 აგვისტოს საპრიზო სამეული მამაკაცთა შორის +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG