Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" პირველ სექტემბერს უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება


პირველ სექტემბერს "ქართული ოცნება" უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. შეხვედრა საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე იმართება.

დეპუტატ ნინო გოგუაძის განცხადებით, უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს.

როგორც ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გამაცხადა, მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა.

თუმცა მედიაში ცვლილებების შესახებ ვერსიები ბოლო ერთი თვეა ვრცელდება. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ პირველი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG