Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეცხრედ გაიხსნა

პირველ სექტემბერს საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

6 დღის განმავლობაში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფრანგული, ლატვიური, პოლონური, გერმანული და სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმები, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.

ფესტივალის სტუმრები შეხვდებიან წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასაც.

საფესტივალო პროგრამა 6 სექტემბერს გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით დასრულდება.

XS
SM
MD
LG