Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა პირველ საჯარო მიმართვაში მეტი დემოკრატიის პირობა დადო


ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი
ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს პოლიტიკურ კონკურენციას და პლურალიზმს სასტიკი კონტროლის ქვეშ მყოფ ცენტრალური აზიის ქვეყანაში. 2 სექტემბერს პარლამენტის თავის პირველ საჯარო მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა „გზა უნდა გაუკვალოს მრავალპარტიულ სისტემას“, და მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ნება დართოს მოქალაქეებს გამართონ მშვიდობიანი დემონსტრაციები თავიანთი აზრის თავისუფლად გამოსახატავად.

მომავალ საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ყაზახეთში 2021 წელს ატარდება. ტოყაევმა 9 ივნისს გაიმარჯვა ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც დაინიშნა მას შემდეგ, რაც მარტში თანამდებობა დატოვა ქვეყნის მანამდე უცვლელმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა.

2 სექტემბერს ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის, სპიკერად აირჩიეს ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი, 56 წლის დარიგა ნაზარბაევა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, სწორედ სენატის სპიკერი ცვლის პრეზიდენტს, მისი გადადგომის, არაქმედუნარიანობის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG