Accessibility links

ქაბულის ცენტრში მძლავრი აფეთქება მოხდა


2 სექტემბრის ღამით ავღანეთის დედაქალაქში მდებარე ე.წ. მწვანე სოფელში მძლავრი აფეთქება მოხდა, რამაც ახლომდებარე რამდენიმე სამთავრობო და საერთაშორისო მისიების შენობების ფანჯრები ჩალეწა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნუსრატ რაჰიმის თქმით, აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა მახლობლად მდებარე გაზგასამართი სადგური.

ინცინდენტი გამოიწვია დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ, რასაც მოჰყვა სროლებიც. ადგილზე გაგზავნილი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი.

თავდასხმაზე ერთბაშად პასუხისმგებლობა არავის აუღია, ისევე როგორც არ არსებობს ცნობა დაღუპულების შესახებ.

ქაბული თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების თავდასხმის ობიექტს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG