Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. რას მალავს რუსეთი?


ბესლანის ტრაგედიის გახსენება
ბესლანის ტრაგედიის გახსენება

2004 წლის 3 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლის შტურმის შედეგად, სადაც ტერორისტებს 1128 მძევალი ჰყავდათ აყვანილი, დაიღუპა 333 ადამიანი, მათ შორის - 186 ბავშვი. დაშავდა 800-კაცზე მეტი. ეს ტერაქტი, მსხვერპლის რაოდენობით, დღემდე ყველაზე უდიდესია რუსეთის ისტორიაში.

დაღუპულთა ნათესავები 15 წლის შემდეგაც ცდილობენ მიაღწიონ ხელისუფლებისაგან ამ ტერაქტის ნამდვილ გამოძიებას და სიმართლის დადგენას. ოფიციალური ვერსია განსხვავდება როგორც მრავალრიცხოვანი ცოლად დარჩენილების და თვითმხილველების მონაყოლისგან, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებისა და გამომძიებლების დასკვნებისგან.

კერძოდ, ოფიციალური ვერსიის თანახმად, სკოლის შტურმის სპეცრაზმმა და სამხედროებმა დაიწყეს იძულებით მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა ორი თვითნაკეთი ბომბი ააფეთქეს სპორტდარბაზში, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ. მაგრამ ცოცხლადგადარჩენილი მძევლების ჩვენებით, პირველი აფეთქება მოხდა სპორტდარბაზის მოპირისპირე მხარეს, იმ ადგილიდან 18 მეტრის დაშორებით, რომელზეც გამოძიება მიუთითებდა. ხოლო მთელ დარბაზს გადაუფრინა ვეებერთელა, როგორც ცეცხლმტყორცნიდან გამოსროლილმა, ცეცხლოვანმა სფერომ.

იური საველიევი, სამხედრო ექსპერტი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, რომელიც 2004 წელს ბესლანის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო წევრი იყო, - ამტკიცებს, რომ აფეთქებები გამოიწვია ახლომდებარე სახლების სახურავებიდან სკოლის მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა. კომისიამ სახურავებზე აღმოაჩინა ცეცხლმტყორცნების მილები. ჯამში, როგორც საველიევის მტკიცებით, ისე თვითმხილველების ჩვენებით, სკოლას ესროდნენ მძიმე იარაღიდან და „განურჩეველი მოქმედების“ იარაღიდან.

ექსდეპუტატ საველიევის დასკვნებს, დაეთანხმა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას დაავალა ტერაქტის გარემოებების გამოძიება. სასამართლომ ასევე დააკისრა რუსეთის ხელისუფლებას მსხვეპლის ნათესავებისათვის 3 მილიონი ევროს გადახდა.

XS
SM
MD
LG