Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული


“თანასწორობის მოძრაობის”ინფორმაციით დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა.

“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, მას 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მიმართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი: "აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე მუხლებით (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა). ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც საქართველოს კანონმდებლობით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG